კორონავირუსის ახალი შტამის სწრაფად გავრცელების გამო სახელმწიფოები დიდ ბრიტანეთთან ფრენებზე შეზღუდვებს აწესებენ.
ბელგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებულ სამეფოსთან შეჩერდება სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა. ფრენებზე შეზღუდვები დააწესა ჰოლანდიამ, გერმანიამ, ბულგარეთმა, ირლანდიამ, საფრანგეთმა, საუდის არაბეთმა და ირანმა.
ამავე მიზეზით უცხო ქვეყნის მოქალაქეების დიდი ბრიტანეთიდან, დანიიდან და სამხრეთ აფრიკიდან შესვლა აკრძალა ისრაელმა, თურქეთმა და სალვადორმა. ქ
უვეითმა კი გაერთიანებული სამეფო კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეყნების სიაში შეიყვანა. ბრიტანეთიდან ფრენები 72 საათით აკრძალა კანადამაც.
კოვიდინფექციის ახალი შტამი დაფიქსირდა იტალიაშიც. ინფიცირებული ბრიტანეთიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.
გასულ დღე-ღამეში COVID-19-ით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა სამხრეთ კორეაში. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა კი პანდემიის შედეგად გამოწვეული ზიანის შესამცირებლად 900 მილიარდი დოლარის მოცულობის ფინანსური პაკეტის მიღებაზე შეთანხმებას მიაღწია. მას ხელს დონალდ ტრამპი მოაწერს. დღესვე საჯაროდ ვაქცინის გაკეთებას გეგმავს შტატების არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.