29 ნოემბერი 2024,   07:33
ვრცლად
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება დღეს ვირტუალურ ფორმატში გაიხსნება

"ელჩების კონფერენცია 2020 - საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები" - საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება დღეს ვირტუალურ ფორმატში გაიხსნება და ის სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ელჩებს სიტყვით მიმართავენ პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. კონფერენციის მონაწილეები შეაჯამებენ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით 2020 წლის საქმიანობას და განიხილავენ 2021 წლის სამოქმედო გეგმას, ყურადღება დაეთმობა კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შედეგად არსებულ გამოწვევებს.

დღის ამბები