29 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
შეჩერდეს ყველა მოლაპარაკება არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან - შალვა ნათელაშვილი პარტიების დაფინანსების შეწყვეტაზე

პარტიებისათვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძის განცხადებას ოპოზიციის ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა. 

"შეჩერდეს ყველა მოლაპარაკება არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან, სანამ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები არ დაგმობს ჩვენს ქვეყანაში პუტინისტური დიქტატურის დამყარებას. პოლიტიკური პარტიებისგან და პარლამენტში არშესული ოპოზიციური დეპუტატებისგან შეიქმნას სახალხო პარლამენტი, როგორც საკონსულტაციო მაკოორდინირებელი პოლიტიკური ორგანო გარდამავალ პერიოდში,"- აცხადებს საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანმა ლევან იოსელიანმა კი განაცხადა, რომ მათმა პარტიამ დაფინანსებაზე მას შემდეგ თქვა უარი, რაც, არჩევნები გაყალბდა. იოსელიანი მიიჩნევს, რომ პარტიებმა, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან, ფული არ უნდა მოითხოვონ.

"ერთი ადამიანის ერთპარტიული დიქტატურა" - ასე აფასებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხრაძე პარტიებისათვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხს. 

პარტია "ლელოში" კი, ხელისუფლების მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციის სადამსჯელო ღონისძიებად აფასებენ. 

დღის ამბები