სახაროვის სახელობის პრემია "აზრის თავისუფლებისთვის" ბელარუსის ოპოზიციას გადაეცა.
ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯილდო რამდენიმე პოლიტიკოსმა, მათ შორის სვეტლანა ციხანოვსკაიამ მიიღო.
ევროპარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბელარუსმა ხალხმა აჩვენა, რომ ცვლილებებს და ქვეყნის ისტორიის ახალ თავს ვერანაირი ავტორიტარიზმი ვერ შეაჩერებს.
სხდომაზევე ევროპარლამენტმა ევროკავშირის 2021-27 წლების ბიუჯეტიც დაამტკიცა.
დოკუმენტს ისტორიული უწოდეს და აღნიშნეს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ახალ დასაწყისსა და სამართლიან ევროპას ჩაუყრის საფუძველს.