საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ტესტი მან სიმპტომების გამო ჩაიტარა.
42 წლის პრეზიდენტი თვითიზოლაციაშია, თუმცა საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე საფრანგეთში 2 მლნ დადასტურებული შემთხვევაა, გარდაიცვალა 59400-ზე მეტი ადამიანი.