29 ნოემბერი 2024,   07:36
ვრცლად
იმ 5 პირს, რომლებსაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტპატიმრებს უწოდებენ, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი არ ეხებათ - ირაკლი კობახიძე

მეათე მოწვევის პარლამენტი მუშაობას პატიმრების მასშტაბური გათავისუფლების აქტით იწყებს. ამნისტიის პროექტი, მთლიანობაში, 2 300 ადამიანს შეეხება - ციხეს დატოვებს 800-მდე პირი, 700-ს სასჯელი შეუმცირდება, 800-მდე მსჯავრდადებულს კი პირობითი პატიმრობა მოეხსნება.

ამნისტია არ ეხება მძიმე დანაშაულს, მათ შორის, მკვლელობებს და ოჯახში ძალადობას. ამნისტირებულები იქნებიან ნარკოდანაშაულზე მსჯავრდადებულებიც, თუმცა, არა გამსაღებლები. 

საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცებამდე დაგეგმილია განხილვები, რომელში ჩართვასაც მმართველი პარტია პოლიტიკურ, სამთავრობო თუ არასამთავრობო ჯგუფებს სთავაზობს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ. პოლიტპატიმრებს ამნისტია არ შეეხებათ.

"იმდენად ზედმიწევნით და დეტალურად არის განხილული ეს კანონპროექტი, წინასწარ დამუშავებული, მათ შორის მუხლების დონეზე, რომ ჩვენ მუხლების მიმართულებით ცვლილებას არ ველოდებით. ანუ მუხლების კუთხით არ შეიცვლება არაფერი.

რაც შეეხება ვის ეხება, მუხლები არის დაკონკრეტებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი ინფორმაცია. დაახლოებით 1 000-მდე პატიმარს შეეხება ეს კანონპროექტი.

რაც შეეხება იმ პირებს, იმ ხუთ პირს, რომლებსაც უწოდებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტპატიმრებს, მათ ეს კანონპროექტი არ ეხებათ არავითარი ფორმით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები