29 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
საქართველომ პრეპარატი "რემდესივირი" მიიღო

 ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის  შემსრულებლის  ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველომ პრეპარატი "რემდესივირი" მიიღო.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პრეპარატი გადანაწილდება იმ პაციენტებზე, რომლებისთვისაც პრეპარატის გამოყენება იქნება ეფექტური და უსაფრთხო.

"გუშინ ჩამოვიდა პრეპარატი, რომელსაც ყველა ძალიან ელოდება. დღეს საქართველოში უკვე არის "რემდესივირი". თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, კლინიკურ ჯგუფთან ერთად, პრეპარატი გადანაწილდება იმ პაციენტებზე, რომლებისთვისაც პრეპარატის გამოყენება იქნება ეფექტური და უსაფრთხო, მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით," - განაცხადა ტიკარაძემ.

 

დღის ამბები