29 ნოემბერი 2024,   06:56
ვრცლად
300 ლარიანი ერთჯერადი დახმარება 54 100-მა მოქალაქემ მიიღო - პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება 54 100-მა მოქალაქემ მიიღო.

ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

"28 ნოემბერს დაწყებული მიზნობრივი შეზღუდვების საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა მოქალაქეების მიზნობრივი დახმარებების მეოთხე ტალღა. დღეის მდგომარეობით, 300 ლარიან ერთჯერად დახმარებაზე მიღებულია 65 ათასზე მეტი განაცხადი, რომლისგანაც 54 ათასი განაცხადი უკვე დაკმაყოფილებულია. რა თქმა უნდა, ჩვენ ახალ წლამდე ყველა განაცხადს, რომელიც იქნება ჩვენი მოქალაქეების მხრიდან მიღებული, დავაკმაყოფილებთ," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები