29 ნოემბერი 2024,   07:58
ვრცლად
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2981 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1282 შემთხვევა, აჭარაში-228, იმერეთში-489

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 029 კვლევა ტესტით. შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2981 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2001 პირი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2981 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1282 შემთხვევა, აჭარაში - 228, იმერეთში - 489, ქვემო ქართლში -229, შიდა ქართლში - 160, გურიაში - 64, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 227, კახეთში - 145, მცხეთა-მთიანეთში - 87, სამცხე-ჯავახეთში - 55, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 15.

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 107, საიდანაც 6758 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2896, აჭარაში-815, იმერეთში-1 379. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1130 პირი, მათ შორის, თბილისში-520, აჭარაში-140, იმერეთში-246. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 430 პირი, მათგან თბილისში-209, აჭარაში-50, იმერეთში-62. 2247 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 806-თბილისში, 1062-აჭარაში, 135-იმერეთში. 21 102 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 471 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-248, აჭარაში-76, ხოლო იმერეთში-7.

სულ, 6 ოქტომბრიდან - 16 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-20 545 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 764 ადამიანი, მათ შორის თბილისში-19 811 პირი, აჭარაში-7492, იმერეთში-6268," - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

დღის ამბები