29 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
ყაჩაღობისა და მკვლელობის ბრალდებით აჭარის პოლიციამ 40 წლის მამაკაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქობულეთში 40 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 15 დეკემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტში თანასოფლელს იარაღის მუქარით ავტომობილი გასტაცა და ქობულეთის მიმართულებით გაემართა, სადაც მემედ აბაშიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაცნობი, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა და მიიმალა.
 
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 108-ე მუხლებით მიმდინარეობს.
 
დანაშაული 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დღის ამბები