29 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
პარლამენტი საგარეო პოლიტიკის შესახებ 14-პუნქტიან რეზოლუციას მიიღებს - როგორი იქნება ქვეყნის პრიორიტეტები მომდევნო 4 წლის მანძილზე

მეათე მოწვევის პარლამენტი საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ 14-პუნქტიან რეზოლუციას მიიღებს. საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტი საქართველოს ხელისუფლების საგარეო პრიორიტეტებს ითვალისწინებს.

დეოკუპაცია საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით და ჩართულობით, აშშ-სთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაღრმავება, ევროინტეგრაცია, ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვა - ის ძირითადი საკითხებია, რაც დოკუმენტში 14 პუნქტად გაიწერა და რომლის შესახებაც "ოცნების" დეპუტატები ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.

ოპოზიციონერი დეპუტატები კანონპროექტის განხილვებში მონაწილეობას არ აპირებენ და ფიქრობენ, რომ პროექტს პოლიტიკური ღირებულება არ ექნება.

საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტი ორშაბათს, ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება. საკომიტეტო განხილვების შემდეგ კი "ქართული ოცნების" დეპუტატები მას პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ.

დღის ამბები