29 ნოემბერი 2024,   03:56
ვრცლად
როდესაც შემთხვევები იმატებს, 2-3 კვირის შემდეგ სიკვდილიანობის მატება მოჰყვება ხოლმე - თამარ გაბუნია

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე  თამარ გაბუნიამ, "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ინფიცირების შემთხვევების მატებიდან 2-3 კვირაში, სიკვდილიანობა იზრდება. 

"კორონავირუსის ეპიდემიის ბუნებაა ის, რომ როდესაც შემთხვევები იმატებს, 2-3 კვირის შემდეგ ამას სიკვდილიანობის მატება მოჰყვება ხოლმე. როდესაც საქმე გვაქვს დამძიმების შემთხვევებთან, ამის მართვა რთული ხდება ხოლმე. სწორედ ახლა დადგა ის დღეები, როდესაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი იმატებს,"- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიამ ასევე განაცხადა, რომ მთავრობამ შესაძლოა, 24 დეკემბრიდან შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში მიიღოს, თუკი ვირუსის გავრცელების კლების ტენდენცია დაფიქსირდება. 

"გარკვეული კლების ტენდენცია უნდა დაიწყოს იმისათვის, რომ მთავრობამ 24 დეკემბრიდან შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღოს. ამას უნდა დავაკვირდეთ. გარკვეული შემსუბუქება მოსალოდნელია და იქნება, მაგრამ რა ფარგლებში და როგორი სახით, ამაზე დამატებითი კონსულტაციები გვექნება,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

თამარ გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში, სასწრაფო დახმარების  მიმართულებით, შემსუბუქება შეინიშნება. 

დღის ამბები