29 ნოემბერი 2024,   04:03
ვრცლად
ოქტომბერ-ნოემბერში სამედიცინო პერსონალი, შედარებით დაზოგილი ენერგიით იყო დღეს ისინი უფრო დაღლილები არიან - "ევექსის" გენერალური დირექტორი

"ევექსი ჰოსპიტლების" გენერალური დირექტორის, გიორგი მინდიაშვილის განცხადებით, თუ 24 დეკემბრიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდება ისე, როგორც დაანონსებულია, იანვრის თვეში გაცილებით რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება დადგება. 

როგორც მან "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამედიცინო პერსონალი ახლა გაცილებით მეტად არის დაღლილი, ვიდრე ეს ოქტომბერ-ნოემბერში იყო. 

"მნიშვნელოვანია ის ფაქტიც გავითვალისწინოთ, რომ ოქტომბერ-ნოემბერში ის სამედიცინო პერსონალი, ვინც ბრძოლის წინა ხაზზეა, შედარებით დაზოგილი ენერგიით იყო აგვისტო-სექტემბრიდან გამომდინარე. დღეს ისინი შედარებით უფრო დაღლილები არიან. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი დიდი გამოწვევა, რომელთან გამკლავებასაც ჩვენ ვფიქრობთ. თუ ჩენ ოქტომბერ-ნოემბერზე დიდ ტალღასთან შებრძოლება მოგვიწია იანვრის ბოლოს, იმიტომ, რომ თუ გაიხსნა 24 დეკემბრიდან ისე, როგორც ეს არის დაანონსებული, ვფიქრობ, იანვარში შეიძლება ძალიან გაგვიჭირდეს და უფრო მეტად, ვიდრე ოქტომბერ-ნოემბერში მოხდა,"-განაცხადა გიორგი მინდიაშვილმა. 

დღის ამბები