საფრანგეთში საჯარო სერვისების სამინისტრომ პარიზის მერია 90 ათასი ევროთი დააჯარიმა.
საჯარო სერვისების სამინისტრო პარიზის მერს გენდერული კვოტების ქალების სასარგებლოდ დარღვევაში ადანაშაულებს. 2018 წელს წამყვან პოზიციებზე 11 ქალი და 5 მამაკაცი დაინიშნა, რითაც გენდერული ბალანსის შესახებ კანონი დაირღვა.
დაჯარიმების ფაქტი უსამართლოდ შეაფასა პარიზის მერმა. მისი განმარტებით, საფრანგეთს ქალების თანასწორობის საკითხში ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო.