29 ნოემბერი 2024,   03:53
ვრცლად
"პლებისციტი, როგორც იდეა, ვფიქრობ, აბსოლუტურად უკუსაგდებია" - მიხეილ სარჯველაძე

"ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული იდეა ხელახალი არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩასატარებლად, უკუსაგდებია.

​მისივე თქმით, ხელახალი არჩევნების ჩატარების საჭიროებასთან დაკავშირებით თავად პოლიტიკოსებს არ აქვთ არგუმენტები.

"პლებისციტი, როგორც იდეა, ვფიქრობ, აბსოლუტურად უკუსაგდებია, იმიტომ, რომ საგანი არ აქვს ამას, ეს არ არის ალტერნატივა რაიმე ფორმით იმ მოთხოვნისა, რომელიც უსაფუძვლოდაა წამოყენებული ოპოზიციის მხრიდან და გულისხმობს ხელახალი არჩევნების ჩატარებას.

რა უნდა ვკითხოთ მოსახლეობას, უბრალოდ ალოგიკურია, მაშინ, როდესაც არგუმენტებთან დაკავშირებით პოლიტიკოსები ვერ ჩამოყალიბებულან. ასე ემოციურ დონეზე გვინდოდეს, რომ წყალი აამღვრიონ და მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ და მიაღებინონ მცდარი გადაწყვეტილება, ეს არ არის სწორი,"-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

დღის ამბები