29 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
გიორგი ვაშაძის მამა გარდაიცვალა

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის მამა 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გუტა ვაშაძე, დაახლოებით ერთი თვის წინ, კორონავირუსით დაინფიცირდა, რის შემდეგაც ის მკურნალობას გადიოდა.

როგორც "სტრატეგია აღმაშენებელში" აცხადებენ, გუტა ვაშაძის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი არ გამხდარა, რადგან ის უკვე ვირუსისგან განკურნებული იყო.

გიორგი ვაშაძის მამა სხვა თანმხლები დაავადებების გამწვავების - გულის უკმარისობისა და უჟანგბადობის შედეგად გარდაიცვალა.

დღის ამბები