29 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
ლევან ბეჟაშვილმა "ენმ - ძალა ერთობაშიას" სახელით პარლამენტში სადეპუტატო მანდატების გაუქმების შესახებ დოკუმენტაცია ჩააბარა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს, იქამდე კი პარტიისა და ბლოკის სახელით პარლამენტში შესული დეპუტატები მანდატის გაუქმებას ითხოვენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ცოტა ხნის წინ ​ენმ-ისა გაერთიანებული ოპოზიციის სახელით პარლამენტში სადეპუტატო მანდატების გაუქმების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაცია ჩააბარა.

დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო ბლოკის პარლამენტის წევრები, რომლებიც ძალით იყვნენ ცნობილი პარლამენტის წევრებად უკვე პირადი განცხადებებით შედიან პარლამენტში. ამით დასრულდება პარლამენტის ერთპარტიულ პარლამენტად ფორმირების პროცესი. ჯერი იქნება პარლამენტზე მიიღოს გადაწყვეტილება ჩვენთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე და შემდგომ უკვე საბოლოოდ გაფორმდება ერთპარტიული პარლამენტი," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის და გაერთიანებული ოპოზიციის "ენმ - ძალა ერთობაშია" წევრის ხათუნა სამნიძის თქმით, მანდატების გაუქმების შესახებ განცხადების ჩაბარება არ გამოიწვევს მოლაპარაკებების შეწყვეტას. მისი განცხადებით, მოლაპარაკებები გაგრძელდება.

"ნაციონალური მოძრაობა" პარტიის თავმჯდომარის გარეშე დარჩა. უცნობია, გახდება თუ არა ეს გარემოება ოპოზიციური გუნდის კიდევ ერთხელ გაყოფის მიზეზი. ჯერჯერობით არც გრიგოლ ვაშაძე ჩანს და არავინ იცის, მისი გუნდიდან წასვლის რეალური მიზეზი. ასევე უცნობია, შიდა კონსულტაციების დროს ჰყავდა თუ არა მას თანამოაზრეები.

 

დღის ამბები