საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში ინფექციის შემთხვევები კვლავ მზარდია. ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსით 235 ადამიანი დაიღუპა, რაც ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაცვალების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.
კიევში ლოკდაუნის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
დღეიდან გერმანიაში კარანტინი გამკაცრდა, სკოლები და ბიზნეს ობიექტები დაიხურა. საყოველთაო კარანტინი კომენდანტის საათმა ჩაანაცვლა საფრანგეთში, სადაც მოსახლეობას საღამოს 20:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე გარეთ გასვლა აეკრძალება. შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით მკაცრდება დანიაშიც.