29 ნოემბერი 2024,   07:39
ვრცლად
მინდა გრიგოლ ვაშაძეს კარგი პოლიტიკოსობისთვის მადლობა გადავუხადო - კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი გრიგოლ ვაშაძის "ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლის ფაქტს ეხმაურება და მადლობას უხდის კარგი პოლიტიკოსობისთვის.

"რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებას პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით, ეს მას უნდა ჰკითხოთ. მე კი მინდა მას მადლობა ვუთხრა კარგი პოლიტიკოსობის გამო. ჩვენ ბევრი დრო დავხარჯეთ დიალოგის მისაღწევად, რაც საბოლოოდ 8 მარტის შეთანხმებით დასრულდა. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს მოხდა, დარწმუნებული ვარ მომავალში კიდევ გვექნება თანამშრომლობის საშუალება. მადლობა მას გასული თვისთვის,"- აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მის მიერ დაკავებული ყველა პარტიული თანამდებობა დატოვა. 

დღის ამბები