29 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
270 000 ადამიანის სამუშაო ადგილის გაუქმების რეალური საფრთხე არსებობს - რესტორნების ასოციაცია სახელმწიფოსგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვს

რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე სახელმწიფოსგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვს. რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელი შეზღუდვების მოხსნას ითხოვს.

"270 000 ადამიანის სამუშაო ადგილის საერთოდ გაუქმების და დაკარგვის რეალური საფრთხე არსებობს. ამდენი დაკარგული სამუშაო ადგილი სოციალურ რეალობას გააუარესებს. ჩვენ თუ გვინდა, რომ 24-ში გაიხსნას მოლები, 24-ში მოლები არ უნდა გაიხსნას, უნდა გაიხსნას დღეს. ის მობილობა, რაც 24-დან 3 რიცხვამდე იქნება, ეს უნდა გადანაწილდეს იმ დღეებზე, რა დღეებიც გვაქვს, თუ გვინდა, რომ არ გაუარესდეს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია," - აცხადებს რესტორანთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე.

დღის ამბები