29 ნოემბერი 2024,   07:54
ვრცლად
აფრიკის დასახლებაში ადგილობრივები სახლების დემონტაჟს აპროტესტებენ, სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს

ხმაური აფრიკის დასახლებაში. ადგილობრივები სახლების დემონტაჟს აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. 

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე პირი დააკავეს, "რუსთავი 2"-ის კორესპონდენტის ინფორმაციით, შეხლა-შემოხლის დროს რამდენიმე პირი ცუდად გახდა.

მოქალაქეები ამბობენ, რომ სახლების დასაკუთრებას ისინი წლების განმავლობაში ითხოვდნენ, თუმცა მერია მათ ყურადღებას არ აქცევდა. ამ დროისთვის უკვე ათი სახლია დანგრეული.

ადგილზე იმყოფება "ერთიანი ნაციონალუირი" მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პანდემიის პირობებშიც კი არ შეიცოდა ხალხი.

"პანდემიის პირობებში ადამიანები, რომლებიც ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძვიან არ შეიცოდეს. აქ იმყოფება არცერთი პასუხისმგებლობით აღჭურვილი პირი არც გამგებელი არც მერი და არც არავინ,"-აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, აფრიკის დასახლებაში, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწის უკანონო მიტაცება ხდება და სახლები უკანონოდ არის აშენებული. 

დღის ამბები