აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქციის 7 მონაწილე დააკავეს. მოძრაობა "იმოქმედეს" და "ალტერნატივას" აქტივისტები უმაღლესი საბჭოს ღობეზე სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.
ისინი პოლიციაზე დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს. ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ სტიკერების გაკვრის უფლება აქვთ და ეს არ არის კანონდარღვევა, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ეს უფლება უკანონოდ შეუზღუდეს.