შეერთებულმა შტატებმა თურქეთს ეს-400 ტიპის რუსული თავდაცვითი სისტემების შეძენის გამო სანქციები დაუწესა.
სასანქციო სიაში თურქეთის თავდაცვითი შესყიდვებისა და განვითარების ორგანო და მისი რამდენიმე თანამშრომელი მოხვდა.
"ჩვენ არ შევეგუებით რუსეთის თავდაცვის და სადაზვერვო სექტორებთან მნიშვნელოვან ტრანზაქციებს,""- ნათქვამია შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიერ გავრცელებულ განცახდებაში.
თურქეთმა შტატების გადაწყვეტილება დაგმო და საშინელ შეცდომად შეაფასა.