შეერთებული შტატების ამომრჩეველთა კოლეგიამ ჯო ბაიდენი 306 ხმით 232-ის წინააღმდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა.
საარჩევნო კოლეგიის მიერ გამოცხადებული შედეგები 6 იანვარს შეერთებული შტატების კონგრესმა უნდა დაამტკიცოს.
46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება და ჯო ბაიდენი თეთრ სახლს გადაიბარებს.