29 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
COVID-19-ით ინფიცირებული მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 438 პირი იმყოფება

COVID-19-ით ინფიცირებული მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 438 პირი - უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ კორონავირუსთან დაკავშირებით, 15 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

მათგან დედაქალაქში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 216 მძიმე პაციენტი იმყოფება, აჭარაში 47, იმერეთში კი 60.

"მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 438 პირი, მათგან თბილისში - 216, აჭარაში - 47, იმერეთში - 60. 2 734 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 836 - თბილისში, 1 336 - აჭარაში, 244 - იმერეთში.

18 761 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 969 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 266, აჭარაში -168, ხოლო იმერეთში - 15.

სულ 6 ოქტომბრიდან - 14 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 445  პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 993 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 105 პირი, აჭარაში - 8 251, იმერეთში - 6 007," - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

დღის ამბები