29 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
ბიძინა ესებუას ადვოკატები ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ

ბიძინა ესებიას უფლებადამცველები ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადებიან. საუბარია "საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის ძებნილ ბადრი ესებუას ძმაზე, რომელსაც მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცესზე დაცვის მხარე 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ესებუას ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ბიძინა ესებუა სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. პოლიცია ეჭვობს, რომ ეს ნივთები მას მიმალვაში მყოფ ძმისთვის უნდა გადაეცა.

დღის ამბები