29 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით 60 წლამდე ექიმი გარდაიცვალა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით 60 წლამდე ექიმი გარდაიცვალა. რუსუდან ჯიქიას ვირუსთან ერთად თანმხლები დაავადება ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.  

რუსუდან ჯიქიას კოვიდ - 19 რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, შემდეგ კი მისი მდგომარეობა გართულდა.

ექიმი ქუთაისის N2 ახალ სამშობიარო სახლში გინეკოლოგად მუშაობდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე, კლინიკაში 79 კოვიდ პაციენტი მკურნალობს, მათგან კრიტიკულად მძიმეა 5 პაციენტი.

დღის ამბები