თავდასხმა ნიუ-იორკში - შეიარაღებულმა პირმა წმინდა იოანეს სახელობის ტაძრის ეზოში ცეცხლი გახსნა. ინციდენტი საშობაო საგალობლის დასრულების შემდეგ მოხდა. ტაძრის ეზოში, სადაც 15 ადამიანი იმყოფებოდა, სროლა რამდენიმე წუთს მიმდინარეობდა.
თავდამსხმელი პოლიციამ დაჭრა, რის შემდეგაც ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.