29 ნოემბერი 2024,   07:59
ვრცლად
ჩვენი სურვილი იყო საქართველოს პარლამენტში გვეხილა ყველა არჩეული წევრი - კელი დეგნანი

აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ მთავარია მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს.

როგორც დეგნანმა აღნიშნა, გასული 6 თვის განმავლობაში მათ პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პარლამენტის რეფორმის კუთხით

"ჩვენი სურვილი იყო საქართველოს პარლამენტში გვეხილა ყველა არჩეული წევრი. გასული 6 თვის განმავლობაში პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ პარლამენტის რეფორმის კუთხით. მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, ჩვენ ერთად მუშაობა შევძელით. ახლა მთავარია, ყველამ ვიმოქმედოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე," - განაცხადა კელი დეგნანმა. 

დღის ამბები