29 ნოემბერი 2024,   07:56
ვრცლად
სამოქალაქო აქტივისტები მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოსთან ე.წ. სირცხვილის დერეფნებით და რუსეთის ჰიმნით ხვდებიან

მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოში მისვლა უკვე დაიწყეს. მათ გამოჩენას შეძახილებით, ასევე რუსეთის სახელმწიფო ჰიმნით დახვდნენ პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელთან ე.წ. სირცხვილის დერეფნები აქვთ მოწყობილი. ორგანიზატორების მტკიცებით, იმ პარლამენტში შესვლა, რომელიც მოსახლეობის ნებას არ ასახავს, სამარცხვინოა.

დღეს, 12 საათზე მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნება.

დღის ამბები