29 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
ეკონომიკის მინისტრი პანდემიის გამო ფინანსურ კრიზისში მყოფ კერძო საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს შეხვდა 

პანდემიის გამო ფინანსურ კრიზისში მყოფ კერძო საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს, პრემიერის დავალებით, ნათია თურნავა შეხვდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, საინტერესო და ხანგრძლივი დისკუსია შედგა.

მისივე ინფორმაციით, კერძო საბავშვო ბაღები ერთ-ერთი პირველი სფეროა, რომელიც ეპიდვითარებიდან გამომდინარე დაზარალდა და მთავრობა მათ დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს - დაგეგმილია ბანკებთან მედიატორობაც

"საკმაოდ დაზარალებული სფეროა, ერთ-ერთი პირველი მოყვა შეზღუდვებში. როგორც კი მოწესრიგდება ეპიდემიოლოგიური ვითარება და ჩვენ გადავალთ უფრო უსაფრთხო ვითარებაში ამ თვალსაზრისით, მზად ვართ რომ გვერდში ამოვუდგეთ, ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩავრთოთ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში გარკვეულ პროგრამებში, დავეხმაროთ ბანკებთან კომუნიკაციაში,“ - ამბობს ნათია თურნავა. 

დღის ამბები