29 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი დღეს პირველ სესიას გამართავს

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი დღეს პირველ სესიას გამართავს. "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი განმარტავს, რომ სხდომაზე კონკრეტულ პირებს შესაბამის პოზიციებზე წარადგენენ.

რაც შეეხება სხდომის ერთპარტიულობას და ოპოზიციური სპექტრის ბოიკოტს, ირაკლი კობახიძე წინასწარ პროგნოზებს ვერ აკეთებს, თუმცა აცხადებს, რომ პარლამენტში ოპონენტთა გარკვეული ნაწილი, ვისთვისაც ამომრჩევლის ხმა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რომელიმე პოლიტიკური ძალის ზემოქმედების ქვეშ მოქცევა - აუცილებლად იქნება.

"გაიმართება მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გახლავთ პარლამენტის საკვანძო თანამდებობის პირების არჩევა. გამიჭირდება პროგნოზის გაკეთება, როგორ წარიმართება ეს სხდომა, რა შემადგენლობით. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი დეპუტატები იქნებიან უკლებლივ წარმოდგენილი სხდომათა დარბაზში, რაც შეეხება სხვა პოლიტიკოსებს, ამაზე მე განცხადებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ რაც შეეხება პროცესს, პროცესი გრძელდება და ამ პროცესის საფუძველზე ოპოზიციონერი დეპუტატები აუცილებლად იქნებიან სათანადო რაოდენობით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები