29 ნოემბერი 2024,   07:47
ვრცლად
"ევროპული საქართველო", რომელიც სინამდვილეში "მავნებელი და ბნელი საქართველოა", მოლაპარაკების ჩაშლას პირველი დღიდან ცდილობდა - ალეკო ელისაშვილი

პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ "ევროპული საქართველო" ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკების ჩაშლას პირველივე დღიდან ცდილობდა.

ამის შესახებ ელისაშვილმა  facebook ლაივში განაცხადა.

როგორც ელისაშვილი ამბობს, ხელისუფლებასთან მათ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს და  რასაც ითხოვდნენ ის ყველაფერი დააკმაყოფილეს.

"პარტია, რომელსაც "ევროპული საქართველო" ჰქვია, მაგრამ სინამდვილეში "მავნებელი და ბნელი საქართველოა", როგორც ოპოზიციის შიგნით, ასევე მოლაპარაკების მაგიდასთან, მოლაპარაკების პროცესის ჩაშლას ცდილობდა. პირველი დღიდან, პირველი წინადადებიდან იძახდა, რომ არ გვინდა, არ გვინდა, არ გვინდა..." - აღნიშნა ელისაშვილმა. 

დღის ამბები