29 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
საქართველოს აქვს დიდი და მნიშვნელოვანი ამბიცია, რომელიც პარტიების შეთანხმებას მოითხოვს - ანდრიუს კუბილიუსი

ბოლო სამ დღეში მეოორე განცხადებას ავრცელებს ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი.

მისი შეფასებით, საქართველო პოლიტიკურ გზაჯვარედინზე დაბრუნდა.

საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებით, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო, თუმცა დაფიქსირდა ხარვეზებიც.

კუბილიუსი თვლის, რომ პარტიები უნდა შეთანხმდნენ ეფექტურ საპარლამენტო მუშაოებაზე.

"ეს არის ოპოზიციისა და ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რადგან განსაკუთრებული დროა საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს არის ისტორიული შესაძლებლობების პერიოდი. მმართველმა პარტიამ გამოაცხადა, რომ მზად არის ევროკომისიაში ოფიციალური განაცხადი წარადგინოს 2024 წელს წევრობაზე.

ეს არის დიდი და მნიშვნელოვანი ამბიცია, რომელიც პარტიების შეთანხმებას მოითხოვს. ნატოს შტაბბინაში მალე საქართველოს ჩრდილოატლანტიკური წევრობის სამოქმედო გეგმას განიხილავენ და ამ გზაზე საქართველოს პარლამენტმა ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს,"-აცხადებს ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი

დღის ამბები