29 ნოემბერი 2024,   07:58
ვრცლად
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 790 ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2 თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ უწყებათშორისი საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა მიაწოდეს.

"სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 790 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 53 ფიზიკური პირი დააჯარიმა, მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 737 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

საქართველოს შრომის ინსპექციის, შემოსავლების სამსახურის, სურსათის ეროვნული სააგენტოს და მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურების ერთობლივი ძალისხმევით გასული 24 საათის განმავლობაში განხორციელებული ზედამხედველობის შედეგად, შემოწმდა 631 ობიექტი, რომელთაგან ზეპირსიტყვიერი/წერილობითი გაფრთხილება გაიცა 408 ობიექტზე; დაჯარიმდა 2 ობიექტი - თბილისსა და ქუთაისში; საქმიანობა შეუჩერდა 43 ობიექტს; განმეორებით გადამოწმდა 178 ობიექტი; გარდა ამისა, 1-9 დეკემბერს  3 543 ობიექტზე განხორციელებული განმეორებითი ზედამხედველობის შედეგად გამოვლინდა, რომ ისინი  სრულად გადასულნი იყვნენ ონლაინ-მომსახურებაზე ან აკმაყოფილებდნენ განსაზღვრულ მოთხოვნებს,"-ნათქვამიას მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მათივე ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 178 953 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 148 332 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 1657 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 1019 ადამიანი,  კლინიკურ სასტუმროებში - 3524 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6918 პირი.

დღის ამბები