აშშ-ის ფედერალური მარეგულირებელი ორგანოები და 45-ზე მეტი პროკურორი Facebook-ს სასამართლოში უჩივის. სოციალური მედიის კომპანიას კონკურენციის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ. კერძოდ, საქმე ეხება Facebook-ის მიერ 2012 წელს Instagram-ის, ხოლო 2014 წელს Whatsapp-ის შეძენას.
ოფიციალური პირები Facebook-ს პოტენციური კონკურენტების ყიდვასა და მათთვის სარეკლამო ბაზარზე კონტროლის წართმევაში ადანაშაულებენ. ამიტომ, სასამართლოში Facebook-ის მიერ შესყიდული კომპანიების გამოცალკევებას ითხოვენ.
Facebook-ის წარმომადგენელთა განცხადებით, ანტიმონოპოლიური კანონები მომხმარებელთა დასაცავად არსებობს და არა - წარმატებული ბიზნესის დასასჯელად.
მათივე განმარტებით, კომპანია, რომელმაც Whatsapp-iსა და Instagram-ის წარმატებაში ინვესტიცია ჩადო, ბრალდებებისგან თავს დაიცავს.