29 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2 067, აჭარაში -331, იმერეთში -708 

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე COVID-19-თან დაკავშირებით დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

10 დეკემბრის მონაცემებით, დღეს ინფიცირების 4 570 შემთხვევიდან თბილისი კვლავ ლიდერობს. რაც შეეხება რეგიონებს, ყველაზე დიდი რაოდენობით ინფიცირების შემთხვევა იმერეთში ფიქსირდება.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 2 067 შემთხვევა, აჭარა-331, იმერეთი-708, ქვემო ქართლი-352, შიდა ქართლი-214, გურია-72, სამეგრელო - ზემო სვანეთი-325, კახეთი-272, მცხეთა-მთიანეთი-133, სამცხე-ჯავახეთი-75, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-21.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 938, საიდანაც, 6 918 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-3 017, აჭარაში-991, იმერეთში-1 357. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 130 პირი, მათ შორის, თბილისში-515, აჭარაში -155, იმერეთში-259. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 453 პირი, მათგან თბილისში-205, აჭარაში-54, იმერეთში-77.

3 524 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის, 1 144-თბილისში, 1 715-აჭარაში, 370-იმერეთში. 18 496 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 019 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-299, აჭარაში-138, ხოლო იმერეთში-28.

სულ 6 ოქტომბრიდან - 9 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-20 139 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 50 724 ადამიანი, მათ შორის თბილისში-19 817 პირი, აჭარაში - 10 336, იმერეთში-5 647," - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

დღის ამბები