საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამსახურის ინფორმაციით, ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით აქციზური მარკის გარეშე პროდუქციის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 40-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიების პროცესში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების 73 608 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 300 000 ლარს აღემატება.
აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის, გამოძიების ამ ეტაპზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 24 პირი, რომელთაგან 8 დაკავებულია.