შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საბაჟო გამშვები პუნქტი "კარწახის“ ტერიტორიაზე 50 წლის მამაკაცი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, სატვირთო მანქანაში, რომელსაც დაკავებული მართავდა, სპეციალური სამალავი აღმოჩნდა, სადაც ნახევარი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" და დაახლოებით ასი აბი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება "მდმა" ნახეს.
უწყების ცნობით, ნარკოტიკის გადატანა საქართველოს გავლით, უზბეკეთში იგეგმებოდა.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.