29 ნოემბერი 2024,   07:58
ვრცლად
თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს მერია დღეს საკრებულოში წარადგენს

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს მერია დღეს საკრებულოში წარადგენს. 2021 წლის დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მილიარდ 50 მილიონი ლარისგან შედგება, თუმცა ამ თანხას იანვარში კიდევ 50 მილიონი უნდა დაემატოს.

თბილისის მერის განმარტებით, ბიუჯეტის მესამედი მიმართული იქნება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად. ამავე რაოდენობის თანხის დახარჯვა იგეგმება ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. კახი კალაძე იმედოვნებს, რომ საკრებულოში ბიუჯეტს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.

"დაახლოებით მესამედი - 33% იქნება მიმართული ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით. წელს უპრეცედენტო თანხა არის გამოყოფილი - 350 მილიონი, 21 მილიონით გაიზარდა ეს მიმართულება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება ძალიან პრიორიტეტული თავისი რეკრეაციული სივრცით. ბიუროკრატიული ხარჯები არ გაიზრდება," - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

დღის ამბები