თურქეთის პრეზიდენტი 2 დღიანი ვიზიტით დღეს აზერბაიჯანს ეწვევა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანში სამხედრო აღლუმს დაესწრება, რომელიც 10 დეკემბერს გაიმართება.
"სამამულო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ პირველ სამხედრო აღლუმში" მონაწილეობას მიიღებს სამი ათასზე მეტი ჯარისკაცი, წარმოდგენილი იქნება ტექნიკის 150-მდე ერთეული.
ერდოღანის აზერბაიჯანში ვიზიტისას ასევე განხილული იქნება საერთაშორისო და რეგიონული მოვლენები.