ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ დღესასწაულების დროს დაიცვან ყველა სავალდებულო წესი.
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ "ფაიზერის" ვაქცინის უსაფრთხოება დაადასტურა. 95 პროცენტიანი ეფექტიანობა მეშვიდე დღეს, მეორე დოზის მიღების შემდეგ მიიღწევა. შესაძლოა, რომ აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია, რამდენიმე დღეში დაიწყოს.
"საშინელებაა, რომ ხალხს ვეუბნებით: "ნუ ჩაეხუტებით ერთმანეთს", ეს საშინელებაა, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ, რეალობა სასტიკია," - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ რაიანმა.