29 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის შეთანხმებული ვერსია დაამტკიცა, სადაც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის სენატთან შეთანხმებული ვერსია დაამტკიცა. დოკუმენტს "2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი", კონგრესის ქვედა პალატის 355 წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი 78 წავიდა. შესაბამისი ინფორმაცია წარმომადგენელთა პალატის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის შესაკავებლად დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ ყურადღება და რესურსები უნდა გაზარდოს და ამ კონტექსტში საუბარია საქართველოზეც. კერძოდ, აღნიშნულია, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა გაზარდოს ყურადღება და რესურსები მიმართოს შავი ზღვის რეგიონში ცვალებად სამხედრო ბალანსზე და ასევე, გაზარდოს NATO-სა და სხვა მრავალმხრივი სწავლებების სიხშირე და მასშტაბი მათ შორის, უკრაინისა და საქართველოს მონაწილეობით.

აშშ-ის თავდაცვითი ბიუჯეტის ჯამური ოდენობა 740 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დღის ამბები