29 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
ნიკოლა სარკოზი შესაძლოა დააპატიმრონ

საფრანგეთის პროკურატურა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისთვის 4 წლიან პატიმრობას ითხოვს. 65 წლის ნიკოლა სარკოზის კორუფციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სდებენ ბრალს.

პროკურატურა ანალოგიურ სასჯელს ითხოვს სარკოზის ადვოკატისთვის, ტიერი ჰერცოგისთვის, ასევე მოსამართლე ჟილბერ აზიბერისთვის. ბრალდების მხარე ადვოკატისთვის საადვოკატო საქმიანობის უფლების ხუთი წლით ჩამორთმევასაც ითხოვს.

ნიკოლა სარკოზი ბრალს არ აღიარებს. როგორც მან 7 დეკემბერს სასამართლოში განაცხადა, არასდროს ჩაუდენია უმცირესი კორუფციული ქმედებაც კი.

დღის ამბები