29 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
ალპებში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 5 ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთის ალპებში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი ხუთი ადამიანი დაიღუპა, მეექვსე კი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. საფრანგეთის პრეზიდენტის ცნობით, ავიაკატასტროფაში გარდაცვლილები საფრანგეთის საჰაერო სამაშველო სამსახურის წევრები არიან.

ვერტმფრენი სავოიის დეპარტამენტში ჩამოვარდა. ერთ-ერთმა მფრინავმა კატასტროფამდე განგაშის შეტყობინების გაგზავნა და კატაპულტირება მოასწრო.

დღის ამბები