29 ნოემბერი 2024,   07:47
ვრცლად
ჯო ბაიდენმა გადამდგარი გენერალი ლოიდ ოსტინი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მის რჩეულად ოფიციალურად დაასახელა

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გადამდგარი გენერალი ლოიდ ოსტინი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მის რჩეულად ოფიციალურად დაასახელა.

"გენერალმა ოსტინმა აჩვენა სამაგალითო ხელმძღვანელობა, ხასიათი და სარდლობა,"- განაცხადა ბაიდენმა.

სენატის მიერ დამტკიცების შემთხვევაში ლოიდ ოსტინი პირველი შავკანიანი იქნება, რომელიც პენტაგონს უხელმძღვანელებს. ლოიდ ოსტინს 2013-2016 წლებში აშშ-ის ცენტრალური სამეთაურო შტაბის უფროსის თანამდებობა ეკავა.

დღის ამბები