29 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
თურქეთიდან ჩინეთში მიმავალი პირველი საექსპორტო მატარებელი საქართველოშია

თურქეთიდან ჩინეთში მიმავალი პირველი საექსპორტო მატარებელი, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას გადის, ახალქალაქში გაჩერდა. მატარებელი საქართველოდან აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გავლით ჩინეთში, ქსიანის პროვინციაში, ჩავა.

სატვირთო მატარებელმა თითქმის 8700 კილომეტრი 12 დღეში უნდა გაიაროს. შემადგენლობა თურქეთში წარმოებული საყოფაცხოვრებო ტექნიკით არის დატვირთული.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ჩინეთ-ევროპას შორის უმოკლესი გზაა, რაც ტვირთს აიაფებს და ამ დერეფანში საქართველოს კონკურენტუნარიანობას ზრდის.

დღის ამბები