29 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
ჩინელმა და ნეპალელმა სპეციალისტებმა მთა ევერესტის ახალი ოფიციალური სიმაღლე დაასახელეს

ჩინელმა და ნეპალელმა სპეციალისტებმა მთა ევერესტის ახალი ოფიციალური სიმაღლე დაასახელეს. მსოფლიოში ყველაზე მაღალი მთის სიმაღლე 8 848 მეტრი და 86 სანტიმეტრია.

ორი ქვეყანა, რომელთა საზღვარზეც მთა დგას, ერთობლივი აზომვითი სამუშაოების ჩატარებაზე 2019 შეთანხმდა. მანამდე არსებობდა განსხვავებული პოზიცია მთის სიმაღლესთან დაკავშირებით, რის გამოც ევერესტის საყოველთაოდ მიღებულ სიმაღლედ ინდოეთის გეოლოგიური სამსახურის მონაცემები ითვლებოდა, რომლის მიხედვითაც ევერესტის სიმაღლე 8 848 მეტრი იყო.

2015 წელს ჰიმალაის მთებში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. გეოლოგები მიიჩნევდნენ, რომ შედეგად მთის სიმაღლე შეიძლება შეცვლილიყო. 

დღის ამბები