29 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
ანტისამთავრობო აქციების სოციალური მედიით გაშუქებისთვის ირანში ჟურნალისტს სიკვდილით დასჯიან

ირანის უზენაესმა სასამართლომ დისიდენტი ჟურნალისტის, რუჰოლა ზამისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი ძალაში დატოვა. ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.

რუჰოლა ზამს ბრალი ედება 2017 წელს ირანში სოციალური მედიის საშუალებით, ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს ძალადობის წახალისებაში.

დისიდენტ ჟურნალისტს სიკვდილით დასჯა ირანის რევოლუციურმა სასამართლომ ივნისში მიუსაჯა.

 

დღის ამბები