29 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
2019 წლის მაისიდან 2020 წლის სექტემბრის ჩათვლით საზოგადოებრივ ადგილებში სექსუალური შევიწროების 43 ფაქტი გამოვლინდა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებრივ ადგილებში განხორციელებული სექსუალური შევიწროების შესახებ ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ყოველწლიურ 16 დღიან გლობალურ კამპანიას მიეძღვნა.

შეხვედრა შს მინისტრის მოადგილემ ნინო ციციაშვილმა გახნსა. მან ხაზგასმით აღნიშნა სექსუალური შევიწროების ფაქტების დროულად გამოვლენისა თუ პრევენციის მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირებულობის უზრუნველყოფის აუცილებლობა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებრივ ადგილებში განხორციელებული სექსუალური შევიწროების შესახებ ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ყოველწლიურ 16 დღიან გლობალურ კამპანიას მიეძღვნა.

შეხვედრა გახსნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა სამინისტროსთვის სექსუალურ შევიწროებაზე ეფექტიანი რეაგირების განხორციელების მნიშვნელობასა და პრიორიტეტულობას. მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა სექსუალური შევიწროების ფაქტების დროულად გამოვლენისა თუ პრევენციის მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირებულობის უზრუნველყოფის აუცილებლობა.

2019 წლის 10 მაისიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სექსუალური შევიწროების მუხლი ამოქმედდა, 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საზოგადოებრივ ადგილებში განხორციელებული სექსუალური შევიწროების 43 ფაქტი იქნა გამოვლენილი, რომლებიც განსახილველად სასამართლოს გადაეცა. 2019 წელს, სექსუალური შევიწროების 19, ხოლო 2020 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში - 24 ფაქტი იქნა იდენტიფიცირებული.

არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სექსუალური შევიწროების ჩადენა ძირითადად ქუჩასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხდება, რაც უმეტესად, სხვადასხვა ფიზიკური ფორმის სექსუალური ხასიათის ქცევაში გამოიხატება. პრაქტიკის ანალიზი ასევე აჩვენებს, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტების უმრავლესობა დღის საათებში ხორციელდება.

სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა ასაკი 16-დან 45 წლამდე, ხოლო სამართალდამრღვევთა ასაკი - 17-დან 55 წლამდე მერყეობს. სამართალდარღვევის მსხვერპლები ხდებიან როგორც ქალები, ისე კაცები, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, სექსუალური შევიწროება სწორედ ქალებისა და გოგონების მიმართ ხორციელდება.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებრივ ადგილებში განხორციელებული სექსუალური შევიწროების საქმეებზე გამოვლენილ სამართალდამრღვევთა მიმართ, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სახდელის სახით ძირითად შემთხვევაში ჯარიმა გამოიყენება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სექსუალური შევიწროების პრევენციისა თუ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, მუხლის ამოქმედებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი აქტივობა განხორციელდა, მათ შორის, პოლიციელთათვის შემუშავებულ იქნა სახელმძღვანელო რეკომენდაცია და მხარეებთან გასაუბრების ოქმების ნიმუშები, რომლებიც სექსუალური შევიწროების ფაქტებზე მხარეებისაგან სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას იძლევა.

სექსუალური შევიწროების საკითხებზე აქტიურად მიმდინარეობს მართლწესრიგის ოფიცრების, პატრულ-ინსპექტორებისა და გამომძიებლების გადამზადება. დღესდღეობით, 300-ზე მეტ სამართალდამცავს უკვე გავლილი აქვს შესაბამისი სწავლების კურსი. აღნიშნული პროცესი, პანდემიის გათვალისწინებით, ონლაინ რეჟიმში კვლავ გრძელდება.

მოსახლეობაში ცნობიერებისა და ინფორმირებულობის ნაკლებობა კვლავ რჩება უმთავრეს გამოწვევად. მსგავს გამოწვევებთან ბრძოლის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს კოორდინირებულ მუშაობას შესაბამის უწყებებთან, როგორც სექსუალური შევიწროების ფაქტებზე დროული რეაგირების, ასევე, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით.

ანგარიშის წარდგენა დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ," - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები